საზოგადოება
მიწისძვრა საქართველოში

1miwiszrvaთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დღეს, დილით, მიწისძვრა მოხდა. როგორც ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 22 კილომეტრში სოფელ ზემო ქედისთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც საკმაოდ იგრძნობოდა.

სეისმოლოგთა ინფორმაციით, აღნიშნული სიმძლავრის მიწისძვრა ახალ შენობებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თუმცა ძველ და ამორტიზირებული ნაგებობებისთვის სახიფათოა.

ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, სეისმოლოგები ადგენენ, თბილისში რამდენ მაგნიტუდას შეადგენდა მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე.