სამართალი
„არჩევნის თავისუფლებისათვის“ მასალებს კონტროლის პალატას უგზავნის

1samarTali22თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. როგორც „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქინფორმს აცნობებს, გასულ კვირას ჩატარებული პრესკონფერენციის მასალებს (განხადება, ვიდეომასალების ლინკები) საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს  ნათია მოგელაძეს უგზავნის. გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად.

„კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

განცხადება

ქალბატონო ნათია,

2012 წლის 5 აპრილს რესტორან ”კოსმოსში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები 400-მდე პედაგოგს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლების მინისტრის მოადგილეები - კოკა სეფერთელაძე და ირინე ქურდაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკო ხაჩირიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრა ე.წ. „ალაფურშეტით“ დასრულდა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ შეხვედრაზე თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები ეწეოდნენ აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ქალაქის მერის განცხადებით, ეს იყო პარტიული კონფერენცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფინანსა. ბატონი ხაჩირიშვილის განცხადებით, „კონკრეტული დაინტერესების შემთხვევაში, ყველაფერი არის გამჭვირვალე, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ყველაფერი არის ჩასმული საკანონმდებლო ჩარჩოში“. (იხილეთ თანდართული ვიდეო მასალა).

20 აპრილს რესტორან ”ელიტში” „ნაციონლური მოძრაობის“ ლიდერებმა - პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის წევრმა გიორგი მელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა წინასაარჩევნო შეხვედრა პედაგოგებთან გამართეს. შეხვედრა პარტიულ და წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა. როგორც ”მაესტროს” ჟურნალისტს პარლამენტის წევრმა გიორგი მელაძემ განუცხადა, შეხვედრის ორგანიზატორი არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარტიამ იქირავა ფირმა, რომელმაც გააფორმა ხელშკრულება ყველა იმ ორგანიზაციასთან, სადაც იმართება შეხვედრები. სიუჟეტიდან ირკვევა რომ მასწავლებელებს  მიკროავტობუსებით პარტიულ ღონისძიებაზე მიყვანისას მოემსახურნენ უფასოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაუმასპინძლდნენ ე.წ. „ალაფურშეტით“. ჟურნალისტი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ, პედაგოგების ინფორმაციით, ტრანსპორტირების ფული დაიფარა სკოლების ბიუჯეტიდან, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა. აღნიშნული ღონისძიება რომ  პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა,  ადასტურებს ღონისძიების შემდეგ ბატონი უგულავას ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემული ინტერვიუც (იხილეთ თანდართული ვიდეო  მასალა).

როგორც რესტორან ”კოსმოსში”, ისე რესტორან ”ელიტში” გამართულ შეხვედრებზე მოხდა პედაგოგების უფასოდ გადაყვანა, ორივე შეხვედრა დასრულდა ე.წ. „ალაფურშეტით“. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სახეზე გვაქვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  51 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა: პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ....... უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა)  მიწოდება ან გავრცელება”.

30 მარტს რესტორან „სენატში" შედგა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების - საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, პეტრე ცისკარიშვილის, ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას, აგრეთვე, განათლების მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძისა დ ალტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეხვედრა პარტიისკოორდინატორებთან. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“, ტელეკომპანია „მაესტროზე“ სტუდიაGNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან (გადაცემა ”კვირის რეპორტაჟი”) და ჟურნალ ”ლიბერალის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძის (რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ტელეფონით გადაიღო იგი) მიერ შეხვედრის თაობაზე მომზადებული სტატიიდან ირკვევა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ აუდიტორიას მიმართა, რომ მათი თხოვნები წერილების სახით ერთ-ერთი ქალბატონისთვის ჩაებარებინათ და მათზე ტელეფონის ნომრებიც მიეწერათ. ჟურნალისტების ინფორმაციით, თხოვნები პირად ხასიათს ატარებდა.

თუკი აღნიშნული ფაქტები დადასტურდა, მაშინ ქალაქის მერის ქმედებაში სახეზე გვაქვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 51მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა:პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით ...... პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

აგრეთვე, სახეზე გვაქვს ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 1641 მუხლის დარღვევა, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების,მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.”

ქალბატონო ნათია,

გთხოვთ, საქართველოს კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში გამოითხოვოთ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ფინანსური ინფორმაცია და გამოაქვეყნოთ იგი. აგრეთვე, შეისწავლოთ და მოახდინოთ რეაგირება ამ შეხვედრებზე პ/გ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორცილებულ სამართლადარღვევათა ფაქტებზე.

პატივისცემით,

კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”

1.      ირაკლი მელაშვილი – ექსპერტი საარჩევნო საკითხებში;

2.      ზვიად ქორიძე – მედიაექსპერტი;

3.      კოტე კანდელაკი – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

4.      უჩა ნანუაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი;

5.      ია მამალაძე – საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი;

6.      გიორგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;

7.      დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი;

8.      მაგდა პოპიაშვილი – საქართველოს მედიაკლუბი;

9.      დავით ლოსაბერიძე – ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;

10.  მურმან პატარაია – სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.

http://esshengexeba.ge/?menuid=8&lang=1&id=360

http://esshengexeba.ge/?menuid=8&lang=1&id=292

http://www.youtube.com/watch?v=L2jTw-FGTEM

http://www.youtube.com/watch?v=N8gu_m0iBys

http://liberali.ge/statia/salome-tsetskhladze/gigi