საზოგადოება
„სოხუმმა“ გაიმარჯვა!

1obsh1თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. 5 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში, კალათბურთის გუნდმა „სოხუმმა“ ანგარიშით 81:79 მოუგო საქართველოს ჩემპიონატის „პლეი-ოფის“ მეორე მეოთხედფინალური მატჩი საკმაოდ ძლიერ გუნდ „შსს-აკადემიას“, რომელიც ხუთი ლეგიონერითა და გამოცდილი ქართველი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. „სოხუმმა“ მეოთხედფინალი 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ეს გუნდის – მოთამაშეების, მწვრთნელების, ექიმების, ადმინისტრაციის – დიდი წარმატებაა და ის შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ კლუბის პრეზიდენტმა მინდია გულუამ მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიასთან შეთანხმებით აპრილში გუნდში სამი გამოცდილი ლეგიონერი მოიწვია. მათ კლუბის თამაში გააძლიერეს და აქტიურად დაეხმარნენ ქართველ მოთამაშეებს წარმატების მოპოვებაში.

ნახევარფინალში „სოხუმი“ შარშანდელ ჩემპიონსა და წლევანდელი პირველობის უცვლელ ლიდერ „არმიას“ შეხვდება, რომლის შემადგენლობაში 5 ძლიერი უცხოელი მოთამაშეა. ამ გუნდების პირველი მატჩი ა.წ. 9 მაისს გაიმართება,  ფინალში გავა ის კლუბი, რომელიც სამ გამარჯვებას მოიპოვებს.

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უცხადებს მოთამაშეებსა და მწვრთნელებს თავდადებული თამაშისთვის, აგრეთვე, მრავალრიცხოვან გულშემატკივარს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს „სოხუმს“.

1obsh2 1obsh3
1obsh4 1obsh5