რუსეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა და ტუროპერატორთა სპეცტური საქართველოში
თბილისი, 7 მაისი,
საქინფორმი. საქართველოს რუსეთის ჟურნალისტთა და ტუროპერატორთა ჯგუფი სტუმრობს. ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაციამ სტუმრებს შესთავაზა სპეციალური საინფორმაციო ტური, რომელიც მოიცავს მარშრუტებს კახეთში, ქართლში, თბილისში, მცხეთაში, იმერეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, სადაც რუსი სტუმრები გაეცნობიან ყველა ღირსშესანიშნაობას. იმართება საქმიანი შეხვედრები საქართველოს წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, სადაც შემუშავდება კონკრეტული პროექტები, მოხდება ინფორმაციის გაცვლა და დეტალურად იქნება განხილული სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
დელეგაციაში შემავალი წამყვანი მასმედიის წარმომადგენლების მიერ ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აქტიურად გაშუქდება საქართველოში ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესები. სტუმრები საქართველოში 11 მაისამდე დარჩებიან.