პოლიტიკა
“NDI”-ს კვლევების მიხედვით „თავისუფალი საქართველოს“ რეალური რეიტინგი 14%-ს შეადგენს

1kvlevebiთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი აცნობებს, კვლევების შედეგები რეალურ სურათს არ ასახავს. პარტია აღნიშნავს, რომ „NDI“-ს ცრუ გამოკითხვების შემდეგ გამოქვეყნდა უკვე „IRI“-ს შედეგები, რომლის მიხედვითაც, „ყველაზე მაღალი რეიტინგი მმართველ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მეორე ადგილს  პროამერიკული კოალიცია იკავებს და მესამე  ადგილსაც –პროამერიკული პარტია. სხვა (არა პროამერიკული) პოლიტიკური ძალა ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვითაც საერთოდ არ ფიქსირდება“.

პარტიის აზრით, „ამ ფარსის მონაწილე“ მეორე და მესამე ადგილზე გასული  პარტიები მორცხვად აკრიტიკებენ გამოკითხვის შედეგებს ცალკეულ ნაწილში. თუმცა მთლიანობაში გამოკითხვის სანდოობას სადავოდ არ ხდიან. მაგალითად, იმ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ორიენტაციას ან სხვა პარტიების რეიტინგებს, „ფარსის სიუჟეტიც სწორედ ესაა - მთელი ყურადღება გადატანილ იქნეს ე.წ. სამეულის წევრ პარტიებს შორის თანაფარდობაზე და არა იმ საკითხზე, რეალურად აქვს თუ არა მხარდაჭერა სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებიც არ იზიარებენ აშშ-–ს მარიონეტი ადმინისტრაციის კურსს საქართველოსთან მიმართებაში“.

პარტიისთვის სარწმუნო (და გადამოწმებული) წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ „NDI“-ს მიერ ჩატარებულ კვლევებში პარტია „თავისუფალ საქართველოს“ აქვს 14%-იანი რეიტინგი, რაც არ გამოქვეყნებულა საპრეზენტაციო ვერსიაში. ამასთან, პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოთხოვნებს ახმიანებს:

  1. „ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ „NDI“-ის (აგრეთვე „IRI“-ს შემსრულებელი კომპანიებისგან) ოფიციალურად განმარტონ, იყო თუ არა კითხვარში შეტანილი პარტია „თავისუფალი საქართველო“ ან მისი რომელიმე წევრი;
  2. მივმართავთ ქართულ პრესას (ვინც ჯერ კიდევ არ იღებს ამერიკულ გრანტებს), მიუკერძოებლად გააშუქონ ზემოაღნიშნული საკითხი და აიძულონ ამერიკელი ფარისევლები (და სადუკევლებიც), ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ჩატარებული გამოკითხვების შესახებ;
თხოვნით მივმართავთ ქართული სოციოლოგიის სკოლას, დაიწყონ მსჯელობა პროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე კვლევების ორგანიზების შესახებ“.