აქტუალური
„გუბერნატორის არაფრისმომცემი ვიზიტები წინასაარჩევნო პიარკამპანიაა“

1Rviniiiთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირაა, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან.

სოფლების მოსახლეობას აწუხებს უწყლობა, უსახსრობის გამო გადასახადების გადაუხდელობა, რის გამოც კარგავენ საარსებო მიწებს. ადგილობრივთა თქმით, ინფორმაციის უქონლობის გამო რწმუნებულთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან მას შეხვედრებზე თავისი ხალხი მოჰყავს.

შეხვედრებზე გუბერნატორი მოსახლეობას შეჰპირდა  წყლის ქსელების რეაბილიტაციას, საჯარო სკოლების გარემონტებას, სოფლად სასწრაფო სამედიცინო მანქანის მიმაგრებას, ნაგვის გატანას  და ა. შ.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს გუბერნატორის არაფრისმომცველ ვიზიტებს მუნიციპალიტეტში და მას აფასებს  წინაასარჩევნო პიარკამპანიად, რომელიც ხალხის მოტყუებასა და ცრუ დაპირებებზეა გათვლილი.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალების“ უნიათო პოლიტიკამ დედოფლისწყაროს სოფლების მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა, კახეთის გუბერნატორმა მაინც მისცა თავს უფლება, ეთქვა ხალხისთვის, რომ მათთვის დაეჭირათ მხარი და არა სხვა პარტიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.