აქტუალური
თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. როგორც საქსტატმა საქინფორმს აცნობა, 2012 წლის აპრილში ინფლაციის დონემ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, -2,1 პროცენტი შეადგინა, რაც უკვე მესამე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო სამი თვის განმავლობაში.
„წინა თვესთან შედარებით, აპრილშისაქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა საქსტატმა.წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 8.1%-ით შემცირდა, ხოლო კავშირგაბმულობაზე – 7.7 %-ით. თუმცა აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხორცზე 8%-ით.
აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების ფასებიც 13.1%-ით.
2009 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი დეფლაცია საქართველოში თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ -2.1% შეადგინა.