პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

1milan-carnboxთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებაც საუბრობს.

როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ცარბნოხმა განაცხადა, მარტივი პასუხი არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. „თუმცა პრიორიტეტული საკითხებია: ადამიანის უფლებათა დაცვა; სამართლიანი სასამართლო ხელისუფლება; სამართლიანი არჩევნების ჩატარება; გარდა ამისა, ყველა პარტიას მედიის ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის მედიასაშუალებების მფლობელი –ამ საკითხების შესახებ ჩვენს საერთო განცხადებაში არის ნათქვამი. ბევრი სხვა თემაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, ეკონომიკური განვითარება. ყველა ამ სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ამდენად, ევროკავშირი მზად არის და შეუძლია, საქართველოს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებაში დაეხმაროს. აუცილებელია, ითქვას, რომ თქვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა თქვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ და თქვენს პოლიტიკოსებს ვერ გიკარნახებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.