ქუთელია: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო ნატოში არ შევა“
თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. „საქართველო ნატოში თავისი ტერიტორიების სრული შემადგენლობით შევა“, – განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ. მისი აზრით, საქართველოს დეოკუპაცია და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი ინტეგრაცია პარალელური პროცესია: „წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ დეოკუპაციის პოლიტიკა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს“, – მიიჩნევს ქუთელია.