აქტუალური
აჭარის მერია საარჩევნო „კარუსელებისთვის“ ემზადება

1karuseliiთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  რაულ ბოლქვაძე საქინფორმს ატყობინებს, ბათუმის მერიის 2011 წლის 28 ივნისს გამოცემული ბრძანება №204-ის თანახმად, ბათუმს შემოერთებული ხელვაჩაურისა და ქობულეთის ტერიტორიების ნაწილის მცხოვრებთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უსასყიდლოდ უნდა შეეცვალათ.

პარტიის აჭარის რეგიონულ ორგანიზაციას ადგილობრივებმა შეატყობინეს, რომ საჯარო რეესტრში პირადობის მოწმობის ასაღებად ჩვეულებრივ უნდა გადაეხადათ მისი საფასური.

„თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მოქალაქეების უფლებების დარღვევას. „ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებაც არის ამით დაინტერესებული, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ადამიანები გამოყენებული იქნებიან ეგრეთ წოდებული საარჩევნო კარუსელისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ქალაქ ბათუმის მერიასა და საჯარო რეესტრს, უზრუნველყონ ამ მოქალაქეებისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უსასყიდლოდ შეცვლა, რათა არ გახდეს შესაძლებელი ხმის მიცემა ამომრჩევლების მხრიდან როგორც ბათუმის, ისე, პარალელურად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებში.