პოლიტიკა
თბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს ქუთაისის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა, რომ მისცენ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ის წყალტუბოს კურორტს ევროპაში საუკეთესო ადგილად აქცევს.
„წყალტუბო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე მაგარი კურორტი. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ, თუ არ გავხდი მთელ ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად. ნახეთ, როგორი მაგარი გამოვა მთელი ქსელი ტურისტული ობიექტების ქუთაისის გარშემო“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება; თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუციური ნორმები შევა ძალაში.
სააკაშვილი ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ – აპირებდა, თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.