პოლიტიკა
სააკაშვილი: „საქართველოში აღარ განმეორდება, როცა ყველაფერი ერთი ქუჩიდან იმართებოდა“

1saaka-TeatrSiთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოში აღარ განმეორდება ის პრაქტიკა,  როცა ყველაფერი ერთი ქუჩიდან იმართებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის განახლებულ თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ქუთაისიდან დაიბრუნებს აფხაზეთს, როგორც აჭარა დაიბრუნა გასულ წლებში. „საქართველოში ყველაფერი იმართებოდა ერთი ქუჩიდან. თბილისი ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში იყო. იმპერატორის წარგზავნილები იყვნენ იმ ქუჩაზე, სხვადასხვა ემირები იყვნენ იმ ქუჩაზე, რაიკომის და ცეკას მდივნები იყვნენ ყველანი იმ ქუჩაზე, ყველა სახელმწიფო დაწესებულება იყო იმ ქუჩაზე, 90-იან წლებში თითქოს გააგდო ქართველმა ხალხმა, მაგრამ ჩამოვიდნენ ისევ და ძველებურად განაგრძეს ხალხის ძარცვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „როგორც არ უნდა იხტუნაონ“, 26 მაისს ქუთაისში ჩატარდება

პირველი სესია და მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტი სამუდამოდ დაიმკვიდრებს თავის ადგილს ქუთაისში.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისტერიკულად, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან პარლამენტის ქუთაისში გადატანას. „ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტრებს. გარდა იმისა, რომ ისედაც ემსახურებიან, მტრის დროშების ფერებშია გადაწყვეტილი მთელი მათი საქმიანობა“, –აღნიშნა სააკაშვილმა.