საზოგადოება
IRI პარტიების რეიტინგის შესახებ

1partiebis-reitingiთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. ცნობილი გახდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კვლევის რამდენიმე შედეგი.

კითხვაზე – „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?“ – შედეგები ასე გამოიყურება: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი – 37%, „ქართული ოცნება“ – 19%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გიორგი თარგამაძე – 10%.

კითხვაზე – „რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად?“ – პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე – 28%, ბიძინა ივანიშვილი – 21%.

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა „GALLUP“ -ის მეშვეობით ჩაატარა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგები გამოქვეყნდა.