აქტუალური
ნიკოლა სარკოზი სასამართლოში ჩივის

1sarkoziთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ელექტრონულ მედია „Mediapart“-ს სასამართლოში უჩივის. ამის მიზეზი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის მიხედვითაც, სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ლიბიის ექს-ლიდერი მოამარ კადაფი აფინანსებდა.

„წინასაარჩეევნო კაპპანია ყველაფერს ვერ ამართლებს. „Mediapart“ – ეს დიდი ტყუილია. არსებობს მორალი, და ის ვინც იტყუება, უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების მიერ“, – განაცხადა სარკოზიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ მოამარ კადდაფის შვილს – სეიფ ალ-ისლამს, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2007 წელს სწორედ კადაფის ოჯახმა დააფინანსა 50 მილიონი ევროთი სარკოზის საარჩევნო კამპანია. აღნიშნულზე სარკოზის შტაბის წარმომადგენლები აცხადებდნეენ, რომ ალ-ისლამის სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.