პოლიტიკა
თბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო „Tbilisi Marriott“- ში დღეს პირველი ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში აცნობეს, ფორუმს დიპლომატიური ურთიერთობის ხელახალი დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი და საქართველოს ატლანტიკური საბჭო აწყობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია, რეგულარული დიალოგის სახით ჩამოაყალიბოს ნახევრად ფორმალური პლატფორმა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მუშაობენ საგარეო და უსაფრთხოების, ევროპასთან ინტეგრაციისა და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე.