პოლიტიკა
თბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ისრაელის ელჩ იცხაკ გერბერგის განცხადებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ისრაელის მთავრობასთან კავშირში არ არის.
როგორც გერბერგმა ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა, „საკითხი საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორისაა მოსაგვარებელი“.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
როგორც საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე.