საზოგადოება
თბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. „ნატო საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა და ამ საკითხის გადახედვა არ მოხდება!“ – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. ივანიშვილის პრესსპიკერმა, აგრეთვე, საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ „ქართული ოცნების“ (ლიდერი ბიძინა ივანიშვილი – საქინფორმი) ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ საკითხის გადახედვა არ მოხდება.