პოლიტიკა
საქართველოსა და ლიტვის საპარლამენტო კომიტეტების მემორანდუმი

litvis-qarTთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძემ და ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიტაუტას კურპუვესასმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ორმა კომიტეტმა თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი 2010 წელს გააფორმა, თუმცა მასში ზოგადი საკითხები იყო ასახული. როგორც ბალავაძე ამბობს, ახალ დოკუმენტში კონკრეტული მიმართულებების შესახებაა საუბარი, რომელიც თვითმმართველობის გაძლიერებასა და მისი ფუნქციების რეგულაციებისთვის საჭირო ნორმატიული აქტების მომზადებას ეხება.

ბალავაძის ლიტველი კოლეგა ვიტაუტას კურპუვესასის თქმით, მემორანდუმი თანამშრომლობის საკმაოდ ბევრ თემას მოიცავს.

„ჩვენი კომიტეტების ინტერესთა სფერო, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებიდან დაწყებული, რეგიონული თემებით დამთავრებული, სხვადასხვა საკითხს მოიცავს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.