საზოგადოება
შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში არსებული პრობლემები. ძირითად საკითხს წარმოადგენდა საარჩევნო გარემო რეგიონში. რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილმა დიპლომატს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია წინასაარჩევნოდ მხარეში არსებულ პოლიტიკურად არათანაბარ გარემოზე, პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობისა და ნაციონალურ არხებზე ხელმიუწვდომლობის შესახებ; ასევე, 2009 წლის 9 სექტემბერს ორგანიზაციის ოფისის დარბევისა და იქ მყოფი პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ ფიზიკური ანგარისწორების შესახებ, რომლის გამოძიებაც ამ დრომდე არ დასრულებულა.
„ელჩის მოადგილე დაინტერესდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობაზე და თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რაზეც ჩვენგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.