აქტუალური
თბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. როგორც საქსტატმა საქინფორმს აცნობა, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2012 წლის პირველ კვარტალში 6 პროცენტი შეადგინა.
2011 წლის ბოლო კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8 პროცენტით გაიზარდა.საქსტატის განცხადებით, მშპ-ის რეალური ზრდის პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.
2011 წლის მთლიანმა მაჩვენებელმა მშპ-ის ზრდის კუთხით 7 პროცენტი შეადგინა.