სამართალი
საპროტესტო აქციები 2 მაისს

1samarTali-vazagთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. 2 მაისს თბილისში ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გარდაცვალებიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებსაც ორგანიზებას მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ გაუწევს.

როგორც მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი მიხეილ მუმლაძე აცხადებს, 12 საათზე კლუბ „ჯაზუსთან“ აქციის მონაწილეთა შეხვედრა შედგება, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობა მოეწყობა. 14 საათზე კი, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილზე მეორე აქცია ჩატარდება. აქციებს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.

„გვინდა, ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ეს მათ არ შერჩებათ და ყველა, ვინც ჩართული იყო ამ სისხლიან სპეცოპერაციაში, პასუხს აუცილებლად აგებს“, – აღნიშნა მუმლაძემ.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.