სამართალი
თბილისი, 1 აპრილი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, საქართველოს კონტროლის პალატამ პარტია მისთვის გადარიცხული თანხების ათმაგი ოდენობით, საერთო ჯამში, დაახლოებით, 560 000 ლარით დააჯარიმა.
კონტროლის პალატამ პარტიის წევრებს საქართველოს ორაგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 27-ე და 34-ე მუხლების დარღვევაში დასდო ბრალი, რაც გულისხმობს პარტიის ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობის დაუსაბუთებლობას.„კონტროლის პალატამ ძალაში დატოვა მათ მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული ფაქტი ჩვენ მიერ პარტიის ანგარიშზე შემოწირულობების განხორციელების შესახებ, რის შედეგადაც ჩვენ სამართალდამრღვევებად გვცნეს. ქალბატონმა მოგელაძემ ჩვენი არგუმენტები არ მიიღო მტკიცებულებად და ძალაში დატოვა წინასწარ მოფიქრებული და განზრახული მტკიცებულება, თითქოსდა ვერ ვასაბუთებდით ჩვენ მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირული თანხის წარმომავლობას“, – განაცხადა პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ.
უახლოეს პერიოდში პარტიის წევრები სასამართლოში გაასაჩივრებენ საქართველოს კონტროლის პალატის დადგენილებას.