საზოგადოება
საქინფორმი 1 მაისის დღესასწაულს გილოცავთ!

1maisiთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. დღეს შრომის ზეიმია. 1886 წლის 1 მაისს ამერიკელმა მუშებმა 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს და დემონსტრაცია გამართეს, რაც პოლიციასთან სისხლისმღვრელი შეტაკებით დამთავრდა. 1889 წლის ივლისში II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა ჩიკაგოს მუშების გამოსვლის სამახსოვროდ 1 მაისს ყოველწლიური დემონსტრაციების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე 1890 წელს აღნიშნეს ავსტრია-უნგრეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. პირველი მაისი დიდხანს იყო რევოლუციის, შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლის სიმბოლო. დღეს ეს დღესასწაული მსოფლიოს 142 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 1 მაისს ან მაისის პირველ ორშაბათს აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში შრომის დღეს სხვა დროს აღნიშნავენ - მაგალითად, აშშ-სა და იაპონიაში. 80-ზე მეტ სახელმწიფოში (ინდოეთის ჩათვლით) შრომის დღე არ აღინიშნება.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ”საქინფორმი” მთელი მსოფლიოს მშრომელებს ულოცავს შრომისა და გაზაფხულის დღესასწაულს! მშვიდობა, შრომა, მაისი!