აქტუალური
ქართული არმია 21 წლისაა

1kart-armiaთბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 21 წელი შესრულდა. ქართული არმიის დაარსების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ეწვევა.

ქვეყნის სამხედრო ბაზებზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. იგეგმება წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი. სამინისტროს ხელმძღვანელობა და ჯარისკაცები პატივს მიაგებენ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას. 21 წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი გადაიტანა. ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩართულნი იყვნენ და არიან სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში – მათ შორის, კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. არსებობის 21 წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად.