აქტუალური
გალაკტიონის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დაკეტილია

galaktionis-xidiთბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. 90-მეტრიანი გვირაბის მშენებლობის გამო, დაახლოებით, 25 დღის განმავლობაში თბილისში გალაკტიონის ხიდზე მოძრაობა  დაიკეტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გალკტიონის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა, სატრანსპორტო საშუალებები ვეღარ იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართიდან ხიდისკენ და – პირიქით.

მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, დაახლოებით, 18 სამარშრუტო ხაზი და ორი ავტობუსი მოძრაობს.

ამასთან დაკავშირებით მერიაში გახსნილია ცხელი ხაზი – 272 22 22, სადაც სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ და გაარკვიონ, როგორ იმოძრავებს სამარშრუტო ხაზები.

მძღოლებს შეეძლებათ გადასაადგილებლად გამოიყენონ ბარათაშვილის, თამარ მეფისა და  მშრალი ხიდები.

გალაკტიონის ხიდის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 დღეში დასრულდება, ხოლო გვირაბისა და ახალი გზის მშენებლობა – აგვისტოსთვის.