სამართალი
მსოფლიო ბანკი: „საქართველოდან ემიგრაციაში 1 058 300 ადამიანია წასული“

1worldbankთბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წლისათვის ემიგრაციაში საქართველოდან 1 058 300 ადამიანია. ეს ქვეყნის მოსახლეობის 25,1 პროცენტია. 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობით პირველ ათეულში შედიან: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ისრაელი, აშშ, გერმანია, კვიპროსი, ესპანეთი და თურქეთი. აღნიშნულ 10 ქვეყანაზე ემიგრანტთა მთლიანი რაოდენობის 88 პროცენტი მოდის.

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციას მკაფიოდ გამოკვეთილი მიმართულებები აქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანაში ემიგრანტთა რაოდენობა მთლიანად ევროკავშირში ემიგრირებულთა 88 პროცენტს შეადგენს. ამ ქვეყნების ხუთეულია: საბერძნეთი, გერმანია, კვიპროსი, ესპანეთი, ლატვია.

აღნიშნული მონაცემები ანგარიშში – „ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები“ – არის განთავსებული, რომელიც ფონდმა „ევროპული ინიციატივა – ლიბერალურმა აკადემიამ“ მოამზადა.