აქტუალური
კონტროლის პალატის ნაცვლად – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

kontr-palata123თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. მმართველი გუნდი კონტროლის პალატის სახელწოდების ახალ ვარიანტზე ჩამოყალიბდა. კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაერქმევა.

კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დაახლოებით 1 თვის წინათ დარეგისტრირდა, თუმცა წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, კონტროლის პალატას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა უნდა დარქმეოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ ანდრო ალავიძის განმარტებით, საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ აღნიშნულ უწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდოს. მისი თქმით, კონტოლის პალატა ასეთი სახელით 50-მდე ქვეყანაში მოქმედებს.