პოლიტიკა
თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია დილით ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი პარლამენტში გამართავს შეხვედრებს.კერძოდ, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე მიიღებს. შეხვედრების შემდეგ ბალავაძის კომიტეტსა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხვალინდელ დღეს დელეგაციის წევრები ლიტვის ელჩთან შეხვედრით დაასრულებენ.
სამშაბათს ლიტვის სეიმის დელეგაცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორ გიორგი ტატიშვილს შეხვდებიან.