საზოგადოება
თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ საცდელ მაუწყებლობას დღეს, 21:00 საათზე, დაიწყებს.
„ეთერს ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი საინფორმაციო გამოშვებით – „ახალი ცხრაზე“ – გახსნის, სატელევიზიო ეთერს 22:00 საათზე გოგი ახალკაცის თოქშოუ „ახალკაცის მატრიცა“ გააგრძელებს, 23:00 საათზე კი ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის სტუდიის მიერ მომზადებული ანიმაციური ფორმატის პოლიტიკური სატირა გავა. საცდელი მაუწყებლობის განმავლობაში ეს პროგრამები იქნება, ზაფხულის განმავლობაში კი სატელევიზიო ბადეს სრულად დავტვირთავთ“, – განაცხადა „მეცხრე არხის“ დირექტორმა კახა ბექაურმა.მისი თქმით, საცდელი მაუწყებლობის განმავლობაში ეთერში მხოლოდ ზემოთ დასახელებული პროგრამები და მხატვრული და დოკუმენტური ფილმები გავა. 15:00 და 18:00 საათზე კი საინფორმაციო გამოშვებას ყოველდღე ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს.
ხვალიდან ტელეკომპანია მაუწყებლობას 12:00 საათიდან განაახლებს.