სამართალი
თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში დღეს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“ იმსჯელებენ.
კონცეფციის პროექტის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. სხდომა 15:00 საათისთვის გაიმართება. „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“ მსჯელობა გუშინ იგეგმებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა სამთავრობო საათის გამო გადაიდო.