სამართალი
„შემოვიღოთ საქართველოს სტუდენტური ბარათი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებმა მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ტრანსპორტში ფასდაკლებებით ისარგებლონ. ამით გავუიაფებთ სტუდენტებს ცხოვრებას, რადგან მათ ახლა სწავლაზე უნდა იფიქრონ და არა ბილეთისა და საჭმლის საყიდელი ფულის შოვნაზე. ინიციატივის დამუშავება ახლავე დავიწყოთ და ზაფხულისთვის უკვე ბარათები უნდა დავარიგოთ, რომ თუ სტუდენტი ბათუმში ან ანაკლიაში წავა დასასვენებლად მატარებლით, მან მგზავრობის ღირებულების ნახევარი ფასი გადაიხადოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სტუდენტური ბარათები 20 მაისს მზად იქნება.