საზოგადოება
თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის დამყარებაში.
ბასის თქმით, ამ პროცესს ევროკავშირის მისიასთან ერთად სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლი აკისრია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების პოტენციალი აქვს. ელჩი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, რადგან ის მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული.ჯონ ბასმა ამის შესახებ ალექსანდრე ანქვაბის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ტიშკევიჩი არ არის ერთადერთი დიპლომატი, რომელსაც აფხაზეთში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებენ.