სამართალი
დედოფლისწყაროს №14 საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება

11arCevnebiთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი –  „კარდაკარის“ პრინციპით საარჩევნო სიების გადამოწმება, დედოფლისწყაროშიც დაიწყო.

გურაშვილის თქმით, წინა წლების აჩევნების დროს სიებში მრავლად იყო „მკვდარი სულები“ და, ასევე, მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ. როგორც პარტიისთვის გახდა ცნობილი, ნაციონალების კოორდინატორებს ჰქონდათ პირდაპირი მითითება – ყველა უბანზე გაეკეთებინათ იმათი სია, რომლებიც  ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო იძულებულნი არიან, წლობით გადაიხვეწონ უცხო ქვეყნებში ლუკმაპურის საშოვნელად.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია მიმართავს №14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკურს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ  დაუშვას საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისა და კუდ-ის თანამშრომლების ჩარევა ისე, როგორც ეს  ხდებოდა ადრე.  „ვაფრთხილებთ№14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, მოვაწყობთ საპროტესტო აქციას მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით!“ – ნათქვამია გურაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.