აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

NBG-sokraSaetთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.25 პროცენტამდე შეამცირა.

მარტში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  -2.2 პროცენტი შეადგინა, რაც უკვე მეორე დეფლაცია იყო ზედიზედ ორი თვის განმავლობაში. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება.

„ბოლო კვირების განმავლობაში შემცირდა ლიკვიდობის სიჭარბე საბანკო სისტემაში, რასაც შედეგად მოჰყვება ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ეს დღევანდელ პირობებში ეკონომიკისთვის არასასურველი იქნება, შესაბამისად, მიზანშეწონილია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა.