სამართალი
მიმი გაბრიჩიძეს ემუქრებიან!

samart-mimiiთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ შეატყობინეს, 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძემ მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოითხოვა.

„პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას გაჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურად იქცეოდა და საუბრობდა.

აღნიშნული პრესკონფერენციის შემდეგ მიმი გაბრიჩიძის მიმართ ხორციელდება მუქარა და დაშინება. შსს-ის თანამშრომლები გაბრიჩიძისგან ნათქვამის უარყოფასა და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიმი გაბრიჩიძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე პასუხისმგებლობას შსს-ს აკისრებს. ამასთან, ამგვარი რეზონანსი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზე.

ზეწოლის მიუხედავად, პარტია „თავისუფალი საქართველო“ არ შეცვლის არჩეულ კურსს და ბრძოლას“.