საზოგადოება
დევნილთა შეკრების შესახებ განცხადება შეტანილია

obnovlionayaთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის მერიაში პარტიის ლიდერებმა  განცხადება შეიტანეს დევნილთა შეკრების შესახებ.

12 მაისს, 15:00 საათზე, პარტიის ინიციატივით დაგეგმილია დევნილთა შეკრება თბილისში, პარლამენტის წინ.

დევნილთა შეკრება მიზნად ისახავს 12 მაისის გამოცხადებას ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილთა დაბრუნების პროცესის მზადების დაწყებას; საკოორდინაციო საბჭოს არჩევას, რომელიც სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პროცესს და დიალოგს დაიწყებს აფხაზებსა და ოსებთან, მოლაპარაკებებს წარმართავს ევროკავშირის, რუსეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან. შეკრებაზე გათვალისწინებულია დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაარსება, რომელსაც დააფინანსებენ ქართველი, ოსი და აფხაზი  ბიზნესმენები. ფონდის შტაბ-ბინა განთავსდება შვეიცარიაში.

12 მაისს, იმავე დროს, თბილისის მსგავსად,  დევნილთა შეკრებები  გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებში: ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში.