საზოგადოება
თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ შეტყობინებით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მერაბ ჩიგოევის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე.
ჩიგოევმა ამ პოსტზე თაიმურაზ ხუგაევი შეცვალა, რომელიც სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა თანამდებობიდან 21 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პირველ მცდელობაზე ეს საკითხი ჩააგდო. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მერაბ ჩიგოევი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე იყო. მანამდე მას რეგიონის იუსტიციის მინისტრისა და მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა.