აქტუალური
თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი სოხუმში იმყოფებოდა. „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მიიღო.
როგორც ჰენიგმა განაცხადა, ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს და მის მიზანს აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესწავლა წარმოადგენს.„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიასა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობაზე ესაუბრა. კერძოდ, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ელჩს აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მსვლელობები გააცნო.
მისივე ცნობით, გერმანიის ელჩმა მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და დიალოგის გაგრძელების იმედი გამოთქვა.