თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. საქსტატის შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის პირველ კვარტალში 2.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17.4%-ით მეტია.
ექსპორტმა 2012 წლის პირველ კვარტალში 539 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (16%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა – 1.7 მილიარდი აშშ დოლარი (17%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით).
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 715 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 32% შეადგინა.2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 621 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 26%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28% შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 324.18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი –281.9 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 163.1 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 161.2 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 125 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 121.8 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 94.7 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 83.2 მილიონი აშშ დოლარი; იაპონია – 62.9 მილიონი აშშ დოლარი; ყაზახეთი – 61.6 მილიონი აშშ დოლარი.
2012 წლის პირველ კვარტალში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 19.6% შეადგინა – 105.49 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 59.2 მილიონი აშშ დოლარი (11%-იანი წილი მთლიან ექსპორტში); თხილი – 40.38 მილიონი აშშ დოლარი (7.5%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 20.3 მილიონი აშშ დოლარი (3.8%); აზოტოვანი სასუქები – 19.7 მილიონი აშშ დოლარი (3. %); სპირტი ეთილის არადენატურირებული – 18.6 მილიონი აშშ დოლარი (3.5%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული –17.7 მილიონი აშშ დოლარი (3.3%); შავი ლითონების ჯართი – 17.4 მილიონი აშშ დოლარი (3.2%); სატვირთო ავტომობილების რეექსპორტი – 14.7 მილიონი აშშ დოლარი (2.7%); ხორბალი – 11.7 მილიონი აშშ დოლარი (2.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის პირველ კვარტალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 181.3 მლნ აშშ დოლარი (10.6%-იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 154.3 მლნ აშშ დოლარი (9%); ნახშირწყალბადები – 104.5 მლნ აშშ დოლარი (6.%); ხორბალი – 52.7 მლნ აშშ დოლარი (3.1%); სამკურნალო საშუალებები – 43.6 მლნ აშშ დოლარი (2.6%); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 24.9 მლნ აშშ დოლარი (1.5%); ავტომობილები 10 ან მეტ ადამიანზე გათვლილი – 24.4 მლნ აშშ დოლარი (1.4%); ელექტროენერგია – 22.3 მლნ აშშ დოლარი (1.3%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 22 მლნ აშშ დოლარი (1.3%).