საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის სომეხმა დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურია არ დაიცვეს

bagaturia24თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის გუშინდელი სხდომა გრანდიოზული სკანდალით დაიწყო, რომელიც რადიკალური ოპოზიციონერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლამ გამოიწვია. გაზეთ „ერკრამასის“ საინფორმაციო ცენტრმა ამ ინციდენტის დეტალები თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ თათევოსოვისგან შეიტყო.

როგორც თათევოსოვი იუწყება, დეპუტატმა თავისი გამოსვლა სომეხთა გენოციდის 97 წლისთავს მიუძღვნა და ამასთან დაკავშირებით მკაცრად უსაყვედურა მთელ სადეპუტატო კორპუსს, რომელმაც, პრაქტიკულად, ერთხმად აღიარა ჩერქეზი ხალხის გენოციდი, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თავს იკავებს თურქების ბევრად უფრო სისხლიანი დანაშაულის აღიარებისგან. ოპოზიციონერის გამოსვლამ მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის – აზირ სულეიმანოვის, ძალზე მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომელიც წყევლა-კრულვით მივარდა ტრიბუნას და კოლეგაზე მუშტებით წაიწია. მას ბაღდათის რაიონის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე წამოეშველა, რომელიც ბაღათურიას ჩაებღაუჭა და მისი ტრიბუნიდან ჩამოთრევა სცადა.

„სომეხი დეპუტატების სამეულს ძიძგილაობაში მონაწილეობა არ მიუღია, დეპუტატის ხელფასზე მოსუქებული არმენ ბაინდურიანის (შეთავსებით – სომხური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი) გარდა, რომელიც უხიფათო მანძილიდან ცდილობდა აღშფოთების გამოხატვას. სამწუხაროდ, სომეხმა დეპუტატებმა ამჯერადაც უგულებელყვეს შესაძლებლობა – სახალხოდ, პარლამენტის ტრიბუნიდან დაეფიქსირებინათ თემის დამოკიდებულება 1915 წლის ტრაგედიისადმი. საგულისხმოა, რომ ყველა ჩამოთვლილი დეპუტატი მმართველ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შედის“, – იუწყება თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ თათევოსოვი.