საზოგადოება
24 აპრილს სომეხი ერის 1915 წლის ტრაგედიიდან 97 წელი შესრულდა

1kukava11თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობებენ, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა სომეხთა გენოციდის 97 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

„1915 წელს ჩვენმა მოძმე სომეხმა ერმა უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, როდესაც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური მიწა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოხატავს თანაგრძნობას სომეხი ერის მიმართ ამ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ ეთნიკური ნიშნით ადამიანების შევიწროვებას არანაირი გამართლება არ აქვს.

ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი და სომეხი ერის ისტორიული კავშირებიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის სომხური წარმოშობის მოქალაქეებს, რომლებიც ქართველი საზოგადოების ღირსეულ ნაწილს წარმოადგენენ.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სომეხი ერის მიმართ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და პატივს მიაგებს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

კახა კუკავა, პარტიის თავმჯდომარე“.