ავღანეთში სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა
თბილისი, 25 აპრილი,
საქინფორმი. ავღანეთში ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული სერჟანტი ხუჯაძე „ISAF“-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 16-დე გაიზარდა.