პოლიტიკა
(დღეს „საქინფორმი“ რუბრიკაში „პოლიტიკა“ საგანგებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის აქვეყნებს შენიშვნას „ქართულ-სომხური ძმობა: მიშა სააკაშვილი&ნორიკ ახალქალაქსკი“. ის რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მასალების მიხედვით არის დაწერილი, რომელიც, თავის მხრივ, სომხურ ბეჭდურ მედიას ეყრდნობა)
„რაც შეეხება ამ რეგიონისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, მისი მოსახლეობა ისეთივე პატივისცემით სარგებლობს, როგორითაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა. რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან კარგი და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომლის უმრავლესობა სომხური დიასპორის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და ოფიციალურ შეხვედრებზე ჯავახეთის სომეხთა ინტერესები სრულფასოვნად არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.