პოლიტიკა
ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება

georgia_iran-flagთბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„საქართველოს ღიად დეკლარილებული აქვს, რომ სურს, ეკონომიკურად მსხვილ სახელმწიფოებთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს. ირანიდან მომავალი ტურისტული პოტენციალი დღითიდღე იზრდება. რა საკვირველია, ჩვენს ინტერესებშია, რეგიონში ყველა მსხვილ სახელმწიფოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთოება გვქონდეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე საერთო სქემიდან ამოვარდნილი ვართ ან ეს რაიმე სახით წინააღმდეგობრივია ჩვენს პოლიტიკასთან დასავლეთთან მიმართებაში. ეს ურთიერთობები სრულიად ღია და გამჭვირვალეა და ჩვენი ყველა მეგობარი ინფორმირებულია“, – ხაზი გაუსვა მან.