აქტუალური
ღონისძიება მიზნად ისახავს კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას, შენიშვნებისა და წინადადებების განხილვას აღნიშნულთან დაკავშირებით და საბოლოოდ ჩამოყალიბებული კონცეფციის კანონმდებლებისთვის წარდგენას.
პრეზენტაციას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ პროექტის ფარგლებში და ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.