თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. როგორც იუსტიციის სამინისტროდან იუწყებიან, სააგენტოს გიორგი გაბრიელაშვილი უხელმძღვანელებს.
გაბრიელაშვილს ახალ პოსტზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ოფიციალურად დღეს წარადგენს. აქამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი ვაშაძეს ეკავა. გაბრიელაშვილი კი მისი მოადგილე იყო.