თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. "24 აპრილს სომეხი ერი იხსენებს ოსმანეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლს. ამ თარიღთან დაკავშირებით იგეგმება შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
21.04.2012 – სომხურ ეკლესია სურბ ეჩმიაძინში (მისამართი: არმაზის ქუჩა №18) ჩატარდება მუსიკალური საღამო (ო. ამბარცუმიანის ნაწარმოები). დასაწყისი 18:00 საათზე;23.04.2012 – თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავში თეატრში (მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №99/1) ჩატარდება ხსოვნის საღამო – თეატრალური წარმოდგენა. დასაწყისი 19:00 საათზე;
24.04.2012 – სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი „ხოჯივანქის“ (მისამართი: ხივინის ჩიხი №4) გვირგვინებით შემკობა. დასაწყისი 10:30 საათზე;
24.04.2012 – სომხურ ეკლესია სურბ ეჩმიაძინში (მისამართი: არმაზის ქუჩა №18) ჩატარდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლიტურგია. დასაწყისი 11:00-13:00 საათზე;
24.04.2012 – კულტურულ ცენტრ „მუზაში“ (მისამართი: კუს ტბის ასახვევი) ჩატარდება კლასიკური მუსიკის საღამო. დასაწყისი 18:00 საათზე;
26.04.2012 – საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მისამართი: გუდიაშვილის №7) ჩატარდება სურათებისა და მოგონებების გამოფენა. გაიმართება ნინო ფირცხალაიშვილის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია. დასაწყისი 13:00 საათზე."