სამართალი
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ამგვარი ეჭვების არსებობა ქვეყნის პირველ პირზე დამღუპველია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. პარტია აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას, რომელიც უნდა განახორციელონ ევროპიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე.
პარტიას მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში აკრედიტებულმა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა აცნობონ ამ ეჭვების შესახებ საკუთარ ხელისუფლებებს, ვინაიდან ნარკოტიკების მომხმარებელი პრეზიდენტი ვერ იქნება საიმედო პარტნიორი დემოკრატიული სამყაროსთვის."