საქართველოს დედაქალაქი ავტომატურად გადაინაცვლებს ქუთაისში?
თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო პარადი პირველად ჩატარდება არა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, არამედ ქუთაისში, სადაც გადადის პარლამენტი და შემოდგომიდან პლენარულ სხდომებს ჩაატარებს ახალ შენობაში. როგორც საქართველოს პარლამენტში იტყობინებიან, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საპარლამენტო უმრავლესობის ცნობით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პარადის დეტალებს აზუსტებს მხოლოდ. ამავე დღეს, 2012 წლის 26 მაისს, ქუთაისში შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი, სიმბოლური სხდომა.