საზოგადოება
ხიდაშელი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

xidasheli_lugariთბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების პრესსამდივნოდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს.

კონგრესმენ დევიდ პრაისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ყველა იმ მექანიზმს, რომელთა გამოყენებაცშესაძლებელია ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად. კონგრესმენი დევიდ პრაისი დემოკრატიის მხარდაჭერის კომისიის წევრი და საქართველოს ძველი მეგობარია.

შეხვედრაზე ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების აუცილებლობასა და ნაციონალური ტელემედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კონგრესმენ ისრაელთან, რომელმაც განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მან თინათინ ხიდაშელს „ქართული ოცნების“აქტივისტების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების განმეორების შემთხვევაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.

შემდეგ გაგრძელდა შეხვედრები კაპიტოლიუმსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.